- 2022-11-18
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ქალაქ წყალტუბოში, მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის ცენტრალური ნაწილის კონცეფცია უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა წარუდგინეს.
აღინიშნა, რომ კურორტის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმით განისაზღვრება ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს გახდის მრავალფუნქციურს, თანამედროვეს, ტურისტებისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს.
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, კერძო სექტორის წარმომადგენლები, იმერეთის არქიტექტორთა კავშირის წევრები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იოანე მენაბდემ განაცხადა, წყალტუბოს მომავლისთვის აუცილებელია, რომ ამ უნიკალურმა კურორტმა საერთაშორისო ბაზარზე დაიკვიდროს თავისი სახელი და დააფუძნოს თავისი ბრენდი, სწორედ ამიტომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს ის ძირითადი იდეები, ღონისძიებები და სტრატეგია, რასაც ითვალისწინებს წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განვითარების სტრატეგია.
წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა საზოგადოებას გააცნო საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა მარკო არდიელმა, ქალაქგეგმარებითი ნაწილი წარმოადგინა – მიშა ბალიაშვილმა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი ანგარიში საზოგადოებას გააცნო სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა.
საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების ავტორებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს
წარმოდგენილ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
„ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა“ შეგიძლიათ იხილოთ: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/830