- 2023-07-03
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ერთობლივი თათბირი გამართეს.
თათბირს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილეები: სერგო კირკიტაძე, გიორგი დოლიძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
თათბირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, დასუფთავების მოსაკრებლის, უსახური ობიექტების დემონტაჟის, ასევე სხვა საკითხები განიხილეს. მერმა სამსახურის უფროსებისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა.
თათბირზე ,,შემოდგომის წყალტუბოს’’ დღესასწაულის გამართვის საკითხზეც იმსჯელეს.