- 2023-07-21
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს წარმოდგენილი პეტიცია: „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის და სოფელ ბანოჯას დამაკავშირებელი გზის საფარის დაგების შესახებ“ .
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული პეტიცია განხილვის მიზნით, გადაეგზავნოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს.