წყალტუბოს საჩოგბურთო კორტებზე მოყვარულ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

წყალტუბოს საჩოგბურთო კორტებზე მოყვარულ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ 32 მონაწილესთან ერთად ტურნირში 6 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ერთეულთა თანრიგში ერთმანეთს გიორგი მარგველაშვილი და ზვიად კალმახელიძე დაუპირისპირდნენ. ფინალი ზვიად კალმახელიძის გამარჯვებით დასრულდა.
 გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით სიგელებით და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ ჩოგბურთელებს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებებს!