ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომის ანონსი

26  ოქტომბერს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.„ქალაქ წყალტუბოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განსახორციელებელი, მგზავრთა რეგულარული გადაყვანის სამარშრუტო სქემის დადგენის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/მომხს: რევაზ დიდავა/

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2024 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა  და  მოწონების შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.09.44.082; ფართით – 2784.0 კვ.მ.) მრავალფუნქციური, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის განხორციელებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების – უარის შეთანხმების შესახებ.

/მომხს: რევაზ დიდავა/