- 2023-12-20
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
21 დეკემბერს, 11:00 , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩა #11-ში მდებარე შენობის პირველ და მეორე სართულზე განთავსებული 546,50 კვ.მ. ფართის (საკ.კოდი #29.08. 31. 529. 01. 500) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სამხატვრო სკოლის განსათავსებლად ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (№48-4823341145, 07/12/2023).
/მომხს: რ. დიდავა/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ (№48-4823341147, 07/12/2023).
/მომხს: რ. დიდავა/
4. შპს „მაგთიკომი“-სათვის ოპტიკური კაბელის განთავსების მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით, 5 (ხუთი) წლის ვადით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
5. სს „სილქნეტი“–სათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ქალაქ წყალტუბოში, წერეთლის ქუჩის მიმდებარედ განთავსებული 5 (ხუთი) ერთეული გარე განათების ბოძის (ხაზოვანი ნაგებობა) საკ. კოდი #29.00.452 გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში, მოქალაქე არჩილ მენთეშაშვილის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში (ს/კ 29.13.38.588) სასტუმრო დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის განხოციელებისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების – თანხმობის შეთანხმების შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
7. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #27-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი #29.08.34.107 )პირველ სართულზე განთავსებული 33.5 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ცენტრის განსათავსებლად ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი“-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
8. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №27–ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი N 29.08.34.107) პირველ სართულზე განთავსებული 13.25 კვ.მ. ფართის ინდ. მეწარმე „მურთაზ კანკაძისათვის“ ადგილობრივი ბეჭდვითი გაზეთის ფუნქციონირების მიზნით, საოფისე ფართისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/