- 2024-02-22
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
23 თებერვალს, 11:30 , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
3. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის პირველი შესახვევისათვის სახელის მინიჭების შესახებ, მიზანშეწონილობის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/
4. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის პირველი შესახვევისათვის სახელის მინიჭების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რევაზ დიდავა/
7. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ავტობუსის მარკა/ მოდელი ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLN02005149; საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რევაზ დიდავა/