- 2024-02-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის პირველი შესახვევისათვის სახელის მინიჭების შესახებ.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
კომისიამ ასევე იმსჯელა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული ავტობუსის მარკა/ მოდელი ISUZU NOVOCITI BUS, ვინ ნომერი: NNAMOBVLN02005149; საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
კომისიის სხდომას ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მარეხ კანკაძე ესწრებოდა .