- 2024-07-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამით განისაზღვრა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1.2
მილიონი ჰექტარი მიწა სისტემური წესით დარეგისტრირდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულყოფილი
საკადასტრო მონაცემები შეიქმნება. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის № 798 ბრძანება,
რომლითაც სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად 59 მუნიციპალიტეტი, ხოლო სისტემური
რეგისტრაციის ვადად 2022-2024 წლები განისაზღვრა.
სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში საველე და საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი
სამუშაოების დაწყების გრაფიკი დამტკიცებულია საჯარო რეესტრის თავმჯდომარის 2022 წლის 22
თებერვლის № 329/ს ბრძანებით. აღნიშნულ ბრძანებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
თავმჯდომარის № 2915/ს ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 02 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება და
დადგინდა საველე სამუშაოების დაწყების და დასრულების ახალი გრაფიკი.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
სარეგისტრაციო ბლოკში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოებისა და სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის მომზადების დასრულებისთანავე, საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი
საკადასტრო რუკა მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა
და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ
ვებგვერდზე (www.napr.gov.ge).
გამოქვეყნდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის (ზონა 29; სექტორი 04)