- 2024-08-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
პრემიერის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ.გვერდზე (www.hr.gov.ge) ვაკანსიები (სტაჟირება) უკვე გამოაქვეყნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 2024 წელს მისაღებ სტაჟიორთა რიცხოვნობა 3 ერთეულით, ადმინისტრაციულ, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში განისაზღვრა.
2024 წლის სექტემბრიდან,კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება. საჯარო დაწესებულბებში სტაჟირების კონკურსი 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა 4 თვით განისაზღვრა.
აღნიშნული კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.