- 2024-08-08
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.
წყალტუბოში, რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, მოადგილემ გია კვასტიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა იოანემ პანაშვიდი გადაუხადა აგვისტოს ომის გმირებს.
-„8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ ომს წყალტუბოელი გმირებიც ჰყავს მამუკა სამაკაშვილი, რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი. მათი ღვაწლის არდავიწყება, მშობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომა და თანაგრძნობა ჩვენი ვალია, ქედს ვიხრი ყველა დაღუპული მებრძოლის ხსოვნის წინაშე. დარწმუნებული ვარ დაკარგულ ტერიტორიებს მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ და ჩვენი მომავალი თაობა ერთიან ძლიერ საქართველოში იცხოვრებს’’ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
დაღუპულთა ოჯახებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1800-1800 ლარი.