- 2025-03-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი

28 მარტს, 11:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.”ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: მაკა ჭელიძე/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
/მომხს: მაკა ჭელიძე/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.
/მომხს: მაკა ჭელიძე/
4. “წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ასრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ოქტომბრის N31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
/მომხს: მაკა ჭელიძე/