- 2025-03-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი

28 მარტს , 10:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2024 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
3. ქალაქ წყალტუბოში „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე კაფე რესტორნის, აუზისა და სპა გამაჯანსაღებელი ცენტრის ესკიზური პროექტების მოწონების შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
4. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის გ-49. 4925059001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
5. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №გ-49.492503116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
6. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის N გ-49.492503115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2025 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
/მომხს: ს. კირკიტაძე/