გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „გი მეტალი2024“-ის მეტალურგიული (საგლინავი) საწარმოს ექსპლუატაცია

გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „გი მეტალი2024“-ის
მეტალურგიული (საგლინავი) საწარმოს ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული წარმოება (შავი ლითონის
დამუშავება-ლითონის ცხლად დამუშავება)-ფოლადის არმატურის წარმოება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გი მეტალი 2024“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქუთაისის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
 2025 წლის 7 მაისი, 11:00 საათი, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის:
რუსთაველის ქ. N3)
 2025 წლის 7 მაისი, 14:00 საათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიტირის
ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები
და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025
წლის 27 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150
ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე
გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი
დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას
უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელფოსტა:
ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 12-ე მუხლის შესაბამისად, გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
საქმიანობის განმახორციელებლის მხრიდან განცხადება დარეგისტრირდა 2025 წლის
17 მარტს. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 51-ე დღისა და
არაუგვიანეს 55-ე დღისა სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ
კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას იღებს
გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/a469ab5e-9691-46af-9523-ff3490caf62