ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა გურეშიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი 1 (ერთი) ერთეული თვითმცლელი სატვირთო ავტომანქანის (Truck) ტექნიკური მახასიათებლები: მარკა-FOTON, ტიპი-თვითმცლელი/TIPPER, მოდელი-BJI226VMPHD-F2, საიდენტიფიკაციო კოდი LVBV6PDBXSW062887, გამოშვების წელი-2025, სახელმწიფო ნომერი – BC 105 CC და ასევე, ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი 1 ერთეული ტრაქტორის (დამტვირთველით) და ამავე ტრაქტორთან თავსებადი 1 ერთეული საკომპოსტე მასალის შემრევის საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025-2026 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხზე.
აგრეთვე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ქვიტირში მდებარე დავით არსენიძის კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.34. 293 ფართით-2335.0კვ.მ.), გაგა მანაგაძის კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.34. 305 ფართით-1500.0კვ.მ.) და ლადიმერ ბედენაშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი 29.12.34. 461 ფართით-3504.0კვ.მ.) ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის“ ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი 1 ერთეული დამქუცმაცებელი დანადგარის – SHREDDER (მანქანა) და მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
კომისიის წევრებმა განიხილეს ამავე კომისიის 2025 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.