- 2025-10-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჯარაძემ გახსნა, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და წარმოადგინა ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
სხდომას ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდა. მერმა წარმატებები უსურვა საკრებულოს მომავალ საქმიანობაში.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები.
ახალი საკრებულო 34 დეპუტატისგან შედგება. სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარედ თეიმურაზ ჭეიშვილი აირჩიეს.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა კობა გურეშიძე, ხოლო მოადგილეებად: ნესტორ აფხაძე და სერგო კირკიტაძე.
ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს რევაზ დიდავა;
საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – არჩილ ღიბრაძე;
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ნიკა მჟავია;
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ვაჟა ჟორჟოლიანი;
კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ – ლევან ჩანქსელიანი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ორი ფრაქცია: „ქართული ოცნება-დემოკრატიული-საქართველო“ და „ხალხის ძალა“.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარედ ლატავრა ბენდელიანი აირჩიეს, ფრაქციის ,,ხალხის ძალა’’ თავმჯდომარე გახდა ომარ სინაურიძე.