წყალტუბოში როინ მეტრეველის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

წყალტუბოში როინ მეტრეველის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს ხელბურთში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი როინ მეტრეველის სახელობის ხელბურთის საერთაშორისო ტურნირის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
გია კვასტიანმა მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და ა(ა)იპ წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების ხელბურთის კლუბს.
ტურნირში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტის – გორის, ქუთაისის, სამტრედიის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ზუგდიდისა და წყალტუბოს გუნდები, ასევე მოლდოველი ხელბურთელები მონაწილეობენ.
როინ მეტრეველის სახელობის საერთაშორისო ტურნირი წყალტუბოში ათ წელზე მეტია, იმართება. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცემათ, გამარჯვებული გუნდი კი, როინ მეტრეველის ოჯახის მიერ დაწესებულ საპატიო ჯილდოს მიიღებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე. ჩემპიონატს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება როინ მეტრეველის ქალიშვილი ნათია მეტრეველი.