- 2025-12-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
26 დეკემბერს ,10:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი #29.08.34.187) განთავსებული კაფე-ბარის 08 (1) პირობით 10 წლის ვადით, იჯარის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის 2026 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/