- 2025-12-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა , რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი განიხილეს.
კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი“-ს მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ იმსჯელა.
ასევე, კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2026 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითი განიხილეს.