წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ფორმირდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ფორმირდება.
მსურველებთან გასაუბრება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური კომისია. კომისიის თავმჯდომარე იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე. კომისიის წევრები იყვნენ: მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.
გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 44-მა ახალგაზრდამ. შერჩევის პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. მრჩეველთა საბჭო იმუშავებს ახალგაზრდულ პროექტებზე და მერს შესთავაზებს ახალგაზრდებისთვის საჭირო და საინტერესო ინიციატივებს, რომელთა განხორციელებაშიც თავადაც მიიღებენ მონაწილეობას.