- 2026-02-12
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხალხური რეწვის ოსტატის მარინა პოდგურსკაია- ქუთათელაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის მიერ ქართული ისტორიული თემატიკით შექმნილი ნამუშევრები. ნაქარგობები, ხელნაკეთი ალბომები.
მარინა პოდგურსკაია- ქუთათელაძე წლების განმავლობაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებით არის დაინტერესებული, ის უცხოელ სტუმრებს საქართველოსა და წყალტუბოს საკუთარი ხელით შექმნილი ექსპონატებით აცნობს.
გამოფენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მოადგილეები: ნესტორ აფხაძე, სერგო კირკიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.