- 2026-02-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
კომისიამ ,,ბინათმესაკუთრეთა განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ოქტომბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობის საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახე საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის N 119 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ იმსჯელეს.