- 2026-03-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში დედის დღე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახებს მიულოცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, მოადგილემ გია კვასტიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა გურეშიძემ, მოადგილემ სერგო კირკიტაძემ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განყოფილების უფროსმა გიორგი ხანთაძემ და წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული წყალტუბოელი გმირების: მამუკა სამაკაშვილის, რომან უგრეხელიძის და მამია ფანცულაიას დედებსა და მეუღლეებს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„დედის დღე გამორჩეული დღესასწაულია. მინდა ყველა დედას მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, შვილების წარმატება და ბედნიერება. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ და ამაგი დავუფასოთ დედებს, რომლებმაც გმირები აღზარდეს. ასეთი სამაგალითო დედები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას,“ -აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.