- 2026-05-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ ფარცხანაყანევში, კოპიტნარის დასახლებაში გზის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ეწყობა როგორც გზის საფარი, ასევე სანიაღვრე სისტემა, რაც ადგილობრივებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემაც ეწყობა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ხარისხსა და ვადებს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ,“- აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
კოპიტნარის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები ასევე დაათვალიერეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩხეიძემ და ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა იონა ჯოჯუამ.