- 2026-06-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ეკონომოკისა და ქონების მართვის სამსახურის, ზედამხედველობის სამსახურის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხზე.
ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N 138 (გ-49.492536011) განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების საკითხი.
აგრეთვე, კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი მაკა ჭელიძე ესწრებოდა.