- 2026-06-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი“-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომისიის 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.