- 2026-10-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს ანონსი
28 ოქტომბერს, 11:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/
2. შპს „ტელეკომ I “-სათვის (ს/კ 4053740636) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, 5 (ხუთი) წლის ვადით ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე განთავსებული გარე განათების ბოძების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: რ. დიდავა/
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: რ. დიდავა/