- 2020-09-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების გახსენებით, ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე მათი შეუფასებელი ღვაწლის აღიარებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დიდების მემორიალი.
,, 27 წლის წინ ჩვენ დავკარგეთ სოხუმი, დავკარგეთ აფხაზეთი, მაგრამ არ დაგვიკარგავს მშობლიურ მიწასთან მიახლებისა და ქვეყნის ერთიანობის იმედი, აფხაზეთის ომს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც სიცოცხლე გმირულად შესწირეს სამშობლოს, მათ შორის არიან წყალტუბოელი ახალგაზრდებიც, ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გვქონდეს რწმენა იმისა, რომ სოხუმში კვლავ აფრიალდება ქართული დროშა და აფხაზეთი ისევ გახდება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ამას ერთიანობითა და მიზანმიმართული, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შეძლებს საქართველო’’- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ და ამბროსი ხელაიას ტაძრის წინამძღვარმა, გელათის მონასტრის დეკანოზმა მამა იოანემ გადაიხადეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების პანაშვიდი
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.