- 2021-03-17
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
დღეს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტარეს.მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესს, რათა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ახლობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ.
მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, რომლებიც პანდემიის პირველივე დღიდან 24 საათის განმავლობაში არიან ჩართულნი ვირუსთან ბრძოლაში. მადლობა წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს ექიმებს და მთელს მედპერსონალს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაგალითისთვის. შესაბამის სტადიაზე, როცა ვაქცინაცია შეეხება საჯარო დაწესებულებებს, პირველი გამოვთქვამ მზაობას აცრისათვის“ – აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.