- 2021-06-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ მამარდაშვილი უძღვებოდა.
კომიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №2685 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №885 განკარგულების საფუძველზე, გამოყოფილი თანხის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ასახვის საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2021 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.