- 2021-09-01
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხაყანყანევში covid-19 -ის საწინააღმდეგოდ, მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის მოძრავი ბრიგადა ფარცხანაყანევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინით აცრებს ატარებს.
ვაქცინაციის პროცესს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი დაესწრნენ.
„ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ფონის პირობებში ვაქცინაცია აუცილებელი პირობაა კოვიდის დასამარცხებლად. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია. დღეს სოფელ ფარცხანაყევში გვაქვს მასობრივი ვაქცინაცია და ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. უახლოეს დღეებში დაიწყება ე.წ. ქვედა ზონის სოფლების (გეგუთი, საყულია) მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაცია, მოძრავი ბრიგადა ადგილზე მივა ზედა ზონაშიც – ოფურჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ჩვენ გვინდა, რომ ვაქცინაციისთვის რაც შეიძლება ხელსაყრელი პირობები ადგილზე შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
დღეს ფარცხანაყანევის სამედიცინო ამბულატორიაში მისულ ადამიანებს, პორტალზე რეგისტრაციის გარეშე ემსახურებიან.