
„ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ფონის პირობებში ვაქცინაცია აუცილებელი პირობაა კოვიდის დასამარცხებლად. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებულია. დღეს სოფელ ფარცხანაყევში გვაქვს მასობრივი ვაქცინაცია და ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. უახლოეს დღეებში დაიწყება ე.წ. ქვედა ზონის სოფლების (გეგუთი, საყულია) მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაცია, მოძრავი ბრიგადა ადგილზე მივა ზედა ზონაშიც – ოფურჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ჩვენ გვინდა, რომ ვაქცინაციისთვის რაც შეიძლება ხელსაყრელი პირობები ადგილზე შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.