- 2021-12-21
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული სახალხო თეატრი ფესტივალ „მზიანი საქართველოს“ გამარჯვებულია.
თეატრალურმა დასმა ბაკურიანში საბავშვო თოჯინური სპექტაკლი მასლოვის „აბეზარა“ წარადგინა და საქართველოს თეატრებში საუკეთესო დასად დასახელდა.
„კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელს რევაზ მესხს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვაჟა გედენიძეს და შემოქმედებით ჯგუფს დღეს გრან პრის აღება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა მიულოცეს და მადლობის სიგელი გადასცეს.
„ჩვენი თეატრი ყოველთვის გვანებივრებს ძალიან კარგი სპექტაკლებით. ამჯერად პრესტიჟულ ფესტივალზე თოჯინების თეატრის სპექტაკლმა დიდი აღიარება მოიპოვა.
მადლობა „წყალტუბოს კულტურის ცენტრს“, თეატრის მსახიობებს, რეჟისორს და ყველა პერსონალს გამარჯვებისთვის, ჩვენ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ კულტურის განვითარებას წყალტუბოში,“ – გენადი ბალანჩივაძე.
„აბეზარას“ მაყურებელი 23 დეკემბერს 14:00 საათზე საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში” იხილავს.
+2
0
ადამიანი მოიცვა
3
Engagements
პოსტის რეკლამირება
3