- 2022-03-23
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის N 30 დადგენილებაში დამატების შეტანის საკითხი.
აგრეთვე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მამისეიშვილი ესწრებოდა.