- 2021-03-16
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
15 მარტიდან ძირითადი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ა(ა)იპ-ებმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლეს.
გაიხსნა „ბავშვთა და ახლაგაზრდობის ცენტრის“ შემოქმედებითი წრეები, სამხატვრო და სამუსიკო სკოლები, ქორეორგრაფიულ-ფოლკლორული სტუდიები და ა.შ.
მუშაობა განაახლა ასევე “სპორტული კლუბების გაერთიანების” ყველა სპორტულმა მიმართულებამ. გაიხსნა მუზეუმები, ბიბლიოთეკები და თეატრი.
პირველი მარტიდან გახსნილია საბავშვო ბაღები და ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი.
მუნიციპალიტეტის მერმა უშუალოდ ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია სამუშაო პირობებისა და პანდემიის შესაბამისად არსებული რეგულაციების დაცვის შესახებ.
“დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება” მუშაობის საგაზაფხულო რეჟიმზე გადადის, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები.
ა(ა)იპ „წყალტუბო არენას“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ წყალტუბოს “სამგურალმა” 2 აპრილს საშინაო მატჩი ჩაატაროს საკუთარ სტადიონზე.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს” უკვე მიეწოდა 450 ერთეული ვაქცინა მედ-პერსონალისთვის, ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება.