ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან შეხვედრა

✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
📌15 მარტიდან ძირითადი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ა(ა)იპ-ებმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლეს.
✅გაიხსნა „ბავშვთა და ახლაგაზრდობის ცენტრის“ შემოქმედებითი წრეები, სამხატვრო და სამუსიკო სკოლები, ქორეორგრაფიულ-ფოლკლორული სტუდიები და ა.შ.
მუშაობა განაახლა ასევე “სპორტული კლუბების გაერთიანების” ყველა სპორტულმა მიმართულებამ. გაიხსნა მუზეუმები, ბიბლიოთეკები და თეატრი.
პირველი მარტიდან გახსნილია საბავშვო ბაღები და ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი.
✅მუნიციპალიტეტის მერმა უშუალოდ ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია სამუშაო პირობებისა და პანდემიის შესაბამისად არსებული რეგულაციების დაცვის შესახებ.
✅“დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება” მუშაობის საგაზაფხულო რეჟიმზე გადადის, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები.
✅ა(ა)იპ „წყალტუბო არენას“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს მაქსიმალური მუშაობა იმისათვის, რომ წყალტუბოს “სამგურალმა” 2 აპრილს საშინაო მატჩი ჩაატაროს საკუთარ სტადიონზე.
✅ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს” უკვე მიეწოდა 450 ერთეული ვაქცინა მედ-პერსონალისთვის, ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება.