ადამიანებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას დღესასწაულებზეც ასრულებენ შობა მიულოცეს

შობის ღამეს მახარობლების მოსვლას და ალილოს ოჯახის წევრები ტრადიციულად ერთად ელოდებიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას დღესასწაულებზეც ასრულებენ და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი დღეს სწორედ ამ ადამიანებს შეხვდნენ და ქრისტეშობა მიულოცეს.
 თვითმმართველობის პირველმა პირებმა წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მედ-პერსონალს, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წყალტუბოს სახანძრო სამაშველო განყოფილების მეხანძრეებს, სასწრაფო დახმარების წყალტუბოს ცენტრის ბრიგადას საშობაოდ სასაჩუქრე კალათები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ შობა მიულოცა წყალტუბო-ქუთაისის სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლებსაც.
„ ქრისტეშობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ოჯახს, სადაც აუცილებლად ინთება საშობაო სანთელი. განსაკუთრებით ვულოცავ ოჯახებს, რომლებიც არასრული შემადგენლობით შეხვდნენ შობას, რადგან მათი ოჯახის წევრს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს.
ვულოცავ სრულიად საქართველოს ქრისტეს დაბადებას, სიცოცხლისა და სათნოების მარადიულ ზეიმს!” -განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.