ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომა წყალტუბოს N58 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სოფიო ფერაძემ გახსნა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და წარმოადგინა ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
საკრებულოს სხდომას უხუცესი წევრი ჯეირან ომანაძე წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები. ამის შემდეგ, დეპუტატებმა ახალარჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ახალი საკრებულო 39 დეპუტატისგან შედგება. აქედან, 25 მანდატი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, 13 მანდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 1 მანდატი პარტიას- „საქართველოსთვის“.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარედ თეიმურაზ ჭეიშვილი აირჩიეს.
საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, მოხდა თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიის თავმჯდომარეების, ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების არჩევა.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა კობა გურეშიძე, ხოლო მოადგილეებად: სერგო კირკიტაძე და გიორგი დოლიძე.
კომისიის თავმჯდომარეებად არჩეულ იქნა:
ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე – რევაზ დიდავა.
საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – არჩილ ღიბრაძე.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – მაკა ჭელიძე.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – შალვა კილაძე.
კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – ლევან ჩანქსელიანი.
ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -ს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა: გიორგი ფაჩუაშვილი.
თავმჯდომარის მოადგილეებად: ვლადიმერი ხურცია, ნაილი ჭოლაძე, ლატავრა ბენდელიანი, ომარ სინაურიძე, ჯეირან ომანაძე, გრიგოლ მაღლაფერიძე.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -ს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა: მამუკა საღარეიშვილი.
თავმჯდომარის მოადგილეებად: სალომე ჯიმშელეიშვილი, დავით ხიდეშელი, ზურაბ ლექვინაძე, ვასილ მხეცაძე.
საკრებულოს სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ესწრებოდა.