ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N119(გ-49.49213376) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N121(გ-49.49213378) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N155(გ-49.49213638) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიის დამტკიცების შესახებ.
5. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ .
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2021 წლის III- IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
10.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
11. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’
12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და თამთა ცხადაძეს შორის 2016 წლის 31 მაისს გაფორმებულ №10 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს 9723,087ლარის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
15. არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი’’-ს მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
16. საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
17. არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
18. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
19. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის მორიგი
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.