საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ასევე, კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს  ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და  კეთილმოწყობის ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა“-ს  საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხი.