ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N122(გ-49.49213379) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N126(გ-49.492133713) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის N42 (გ-49.492208413) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
6. ქალაქ წყალტუბოს ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორონგის სამსახურის მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
9. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №22 (გ-49.49220569) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
10. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის №31 (გ-49.49220843) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’-ს მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების გაერთიანების’’ მიერ 2022 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 აგვისტოს მორიგი
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.