- 2022-10-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ -ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №119(გ-49.49213376) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №120(გ-49.49213377) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)’’-ს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღურების შესახებ.
5. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მარტის №31( გ-49.49220843 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2023 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვისა და მოწონების შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონებების გასხვისების შესახებ, თანხმობის მიცემის თაობაზე.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ
10..შპს ,,მაგთიკომი’’-სათვის ოპტიკური კაბელის განთავსების მიზნით, იჯარის უფლებით,, 5(ხუთი) წლის ვადით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 138 (ასოცდათვრამეტი) ერთეული გარე განათების ბოძის (ს/კ 29.00.338 29.00.339 29.00.143) გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
11. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე(საკ.კოდი#29.08.34..014) განთავსებული 34.8 კვ.მ. ფართის(სამი ოთახი)პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, თავიანთი საქმიანობის განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს ეროვნული დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, იმერეთის რეგიონალური სამმართველოსათვის გადაცემის შესახებ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2022 წლის I- II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2022 წლის I- II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 ოქტომბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.