ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-ონსერვატორები’’-ს შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის N36 126 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველო’’-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N36 140 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-
მრეწველები’’-ს შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 დეკემბრის N36 163 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,წყალტუბოს განვითარებისათვის’’ გაუქმების შესახებ.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქალები წყალტუბოს მომავლისათვის’’ გაუქმების შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2020 წლის და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
10. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210294 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
11 .,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის № გ-49-49-210295 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
13. სს,,სილქნეტი’’-სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად, 2(ორი) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით, გარე განათების ბოძების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარების მიზნით, სარგებლობაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
14. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, #4-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9725,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკ. კოდი #29.08.37.210 სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით რაგბის მოედნისათვის ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციუპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისათვის’’ გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
15. შპს ,,გეგუთის პოლიკნიკის ‘’ შენობაში (საკ.კოდი #29.14.37.526) განთავსებული თავისუფალი ფართების, რუიზან სამსონიასათვის (ერთი ოთახი, ფართი 22.12 კვ.მ.) და შალვა კილაძისათვის (ერთი ოთახი, ფართი 14.33კვ.მ.) სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’-ს მიერ 2020 წლის და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
17. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მიერ 2020 წლის და 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
18. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.