- 2021-03-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-ს საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის (საკრებულოს თავმჯდომარე) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ.
6. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით-იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2021 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.
10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის’’ 50 ერთეული 240 ლიტრიანი პლასტმასისა და 60 ერთეული 1100 ლიტრიანი გალვანიზირებული ფოლადის გამჭირვალე ბადიანი ნაგავშემკრები კონტეინერების გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
11. შპს ,,ტელეკომ 1’’-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2(ორი) წლის ვადით, გარე განათების ბოძების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ომარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.