ბიზნესმენებთან შეხვედრა

  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
,,წყალტუბოს განვითარებისა და ქალაქის განახლებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, როგორც მუნიციპალიტეტის მერი მზად ვარ ხელი შევ
უწყო ახალ ინიციატივებს, აუცილებელია აქტიურად ვისაუბროთ ყველა იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და მომავალში არის დაგეგმილი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავხადოთ წყალტუბო უკეთესი ვიდრე დღეს არის, ვიმსჯელოთ აქტუალურ თემებზე და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“ – განაცხადა წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ
მუნიციპალიტეტის მერი დაინტერესდა „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების საკითხით. აღინიშნა, რომ დღეიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი ობიექტი გააკონტროლებს ,,მწვანე პასპორტი“-ს გამოყენებას, დაცული იქნება მომხმარებლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ინტერესები.
 თავის მხრივ, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნეს.