დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის “საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველ გიორგი იობიძესთან ერთად სოფელ თერნალის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პატარებს სწავლის დაწყება მიულოცა.
მიმდინარე წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაგეგმილია ქალაქ წყალტუბოში აფხაზეთის ქუჩაზე, ასევე, წლის განმავლობაში ეტაპობრივად სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 14 საბავშვო ბაღს.