დღეს, წყალტუბოს საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო.

  დღეს, წყალტუბოს საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო. მუშაობა განაახლა 21 ბაგა-ბაღმა.
  ყველა საბავშვო ბაღში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. განთავსებულია დეზობარიერები, მოეწყობილია დაყოვნების და საიზოლაციო სივრცეები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა.
  ,,ყველა აღსაზრდელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხო გარემო, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და საბავშვო ბაღები აღჭურვილები არიან სადეზინფექციო საშუალებებით. სრულდება და მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები’’ -აცხადებს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მმართველი გიორგი იობიძე.
წყალტუბოს 21 საბავშვო ბაღში დღეს 555 აღსაზრდელი გამოცხადდა.