არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოისმინა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს ანგარიში 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ (თან ერთვის). აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ანგარიში შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და სათანადო დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის `ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის~ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N36 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს ანგარიში 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს“ მიერ 2021 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობა შეფასდეს დადებითად. 3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).