წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62-ე დადგენილებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად: 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) 2024 წლის ივნისის თვეში უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების მიზნით დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სია (თან ერთვის). 2. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, მოახდინოს თანხის გაცემა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11)