ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

ქალთა ფონდი „სოხუმი“ ავრცელებს ინფორმაციას კანადის „თანასწორობის საბჭოს“ მხარდაჭერით შექმნილი ვებგვერდის — „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის“ შექმნის შესახებ. ვებგვერდი მნიშვნელოვნად გაზრდის ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და მხარდაჭერის ხელმისაწვდომობას. მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს დაეხმარება ერთ სივრცეში იოლად იპოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია. ვებგვერდის მისამართია: www.sosfsokhumi.ge